დაღესტანში პროტესტის მონაწილეებს აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან

რუსეთის ქალაქების პარალელურად, საპროტესტოდ ხალხი ქუჩაში დაღესტანშიც გამოვიდა. ისინი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას აპროტესტებენ, რომელიც მოსახლეობის მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას ითვალისწინებს.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.  პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლისა და შეტაკებების ამსახველი არაერთი ვიდეომასალა ვრცელდება.

მსგავსი თემები