სკვერების გადათხრა-დაზიანებაზე ჯარიმები იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შესატანი ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ მოამზადა, და პარლამენტს წარუდგინა,  სანქციები იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.

ასევე, დანაშაული უფრო მკაცრია, თუ ის ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში. ფიზიკური პირი ისჯება 1 000 ლარით, იურიდიული პირი –  3 000 ლარით.

 

მსგავსი თემები