,,ნაციონალურ მოძრაობას“ ერთს ვთხოვდი, „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალურ მოძრაობს” ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ისაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული – მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას, რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ ხელჩართული ჩხუბი იყო-თქო და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე, შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ. მათ ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები