,,გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების, ასევე გამსვლელთა რაოდენობა”- ლაშა ხუციშვილი

,,საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია – გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს.

,,შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია შემომსვლელთა ნაკადები, როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ მიმართულებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების რაოდენობა, ასევე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების მონიტორინგი მკაცრად ხდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

მსგავსი თემები