რუსული ჯავშანტექნიკა საქართველო-რუსეთის საზღვართან – რუსეთის ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს.

უწყების ცნობით,  საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და სამხედროები გააკონტროლებენ, რომ რეზერვისტებმა  საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ.

,,ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება. საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეებისთვის გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსი სამხედროები საქართველო-რუსეთის საზღვარზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები