ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. ზელენსკის თქმით,  რუსეთის ჯარები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ და კლავენ.

,,რა შეიძლება გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა? ჩვენ ამას ვისურვებდით – ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ძალიან სასტიკ, საზარელ სურათებს – ჩვენ ვხედავთ ნაწამებ, მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებს. შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოავლინოს თავისი ლიდერული პოზიცია და აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე მესმის, რომ ამას ექნება შედეგები, რომელიც შეუძლებელს გახდის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, თუმცა ისინი ტერორისტები არიან. ისინი არ დანებდებიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები