,,რუსები უნდა დარჩნენ და მობილიზდნენ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“- ლიეტუვის ელჩი

„ჩვენი პოზიციაა, რომ რუსები უნდა დარჩნენ და მობილიზდნენ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

კითხვაზე უქმნის თუ არა ქვეყანაში რუსების შემოდინება საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას, ელჩმა განაცხადა: ,,ეს არ არის მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეს არის ასევე არსებულ სიტუაციაში მთავრობის პოზიციის საკითხი”.

„ყველაზე მთავარი, და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოსა და ლიეტუვას, არამედ ყველა ქვეყანას, ამ კრიზისის დროს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს მხოლოდ დამკვირვებლად ყოფნა საკმარისი არაა, ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ელჩმა.

 

 

მსგავსი თემები