მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, ყაზახეთში ღამეს კინოთეატრში ათევენ

ყაზახეთში წასული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გაექცნენ, ღამეს კინოთეატრში ათევენ.

ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია.

„ხალხი რეალურად შეშინებული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ“, – განაცხადა ერთ-ერთი კინოთეატრის დირექტორმა.

 

მსგავსი თემები