,,ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გე­ნენ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და კონ­ფორ­მის­ტე­ბი – სა­ა­კაშ­ვი­ლი თვე­ში სულ რა­ღაც 15 ათას­ში გაც­ვა­ლეს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება და წერს, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გე­ნენ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და კონ­ფორ­მის­ტე­ბი”.  მისივე თქმით, ტელეწამყვანი იმ ადამიანების სახელებს და გვარებს დაასახელებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიპარნენ.

,,ფაზ­ლე­ბი და­ლაგ­და. ახლა უკვე ვხვდე­ბი გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში რა­ტომ ორ­თქლდე­ბო­და ყვე­ლა, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ში­ნა­უ­რი და ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ტე­ლე­ფო­ნებს რომ აღარ იღებ­დნენ. განა არ ვი­ცო­დი, უბ­რა­ლოდ, ასე­თი გუ­ლი­სამ­რე­ვიც არ მე­გო­ნა რე­ა­ლობა. აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ყვე­ბი სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით რო­გორ გა­ი­პარ­ნენ ბრძო­ლის ვე­ლი­დან ეს სა­მარ­ცხვი­ნო­ები და რო­გორ გა­მო­მი­ცხა­დეს რუს­თა­ვის ციხე ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არა­აო მი­შას შიმ­ში­ლო­ბის 30-ე დღეს.

ეს უსირ­ცხვი­ლო “კა­სი­რე­ბი” ესე­ნი. ვი­თომ გა­მო­ძი­ე­ბე­ბი რომ და­ი­წყეს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვე­ბით და სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­შას ბრძო­ლი­დან რომ გა­ი­ძურწნენ!
“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გე­ნენ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და კონ­ფორ­მის­ტე­ბი (ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ რა თქმა უნდა, ამ პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი და იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ცაა) რომ­ლებ­მაც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი თვე­ში სულ რა­ღაც 15 ათას­ში გაც­ვა­ლეს. ფულ­ში და კარგ ცხოვ­რე­ბა­ში!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი თემები