რუსეთის სპორტული გუნდები საზღვარგარეთ ვერ წავლენ

რუსეთის ეროვნულ სპორტულ გუნდები საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრებიან და ვერც საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთის სპორტის მინისტრის ოლეგ მატიცინის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ „გაძლიერდეს ეროვნული სპორტული სექტორი და ჩამოყალიბდეს სპორტული და ეკონომიკური სუვერენიტეტი“.

უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, ეს გადაწყვეტილება ათლეტების დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა იყოს.

შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გადიან, მათ შორის სპორტსმენებიც.

 

მსგავსი თემები