„რუსული დათვი დაჭრილია“ – პოლონეთი რუსეთისგან კონფლიქტის გამწვავებას ელოდება

„პუტინის რეჟიმი სუსტდება“ აცხადებს პოლონეთის პრემიერი ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში. აქედან გამომდინარე, მატეუშ მორავეიცკი პუტინისგან უფრო მეტ აგრესიას ელოდება.

„რუსული დათვი დაჭრილია. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ახალ ტალღებს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება. მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ირცხვენს თავს რუსული არმია, გასული ეპოქის ნახევრად გაცვეთილი აღჭურვილობა, ბრძოლის ველზე მიტოვებული ტანკები, ტყვედ ჩაბარებული სამხედროები რომლებიც ამბობენ, რომ მათ უთხრეს თითქოს სამხედრო წვრთნაზე მიდიოდნენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, პუტინისგან წარმოუდგენელსაც კი უნდა ელოდოს მსოფლიო.

 

მსგავსი თემები