პუტინი სამხედრო მობილიზაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც განიხილავს

მას შემდეგ, რაც რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, კრემლში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარების იმედი აქვთ. „მედუზას“ ინფორმაციით, განიხილება შესაძლებლობა, ომში გასაგზავნად, მობილიზაცია გაუწიონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მოსახლეობასაც.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაციას, რამაც რუსეთიდან მოსახლეობის გაქცევა გამოიწვია. იქ, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს, კილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები გარბიან ყველგან, რომ ომში წასვლა არ მოუწიოთ.

 

მსგავსი თემები