„50 წლით უმცროსი რომ ვიყო უკრაინულ ჯარს შევუერთდებოდი,”- ალენ დელონი

“ხშირად ამბობენ, რომ თანამებრძოლები ვართ, რადგან ორივემ დავიწყეთ როგორც მსახიობებმა, მაგრამ მის კარიერას უკეთესი ბოლო ჰქონდა, ის პრეზიდენტია, მე არაფერი,” – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ალენ დელონთან ინტერვიუში, რომელიც ფრანგულ ტელეარხზე გავიდა.

პრეზიდენტმა ცნობილი მსახიობი უკრაინაში დაპატიჟა. პასუხად კი თანხმობა მიიღო, თუმცა, ალენ დელონი უკრაინაში ჩასვლას მაშინ შეძლებს, როცა ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

„თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ამ ომის პროვოცირებისთვის. არის რაღაცები, რაც არ მესმის და ომი არის ასეთი,  არ შემიძლია იმის მიღება და გაგება, როდესაც ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები, კვდებიან ცხოველები, მეზიზღება ომი,” – აღნიშნა მსახიობმა პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, პუტინს ალბათ საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ამისკენ ისწრაფვის.

უკრაინაში მიწვევის შემდეგ კი ზელენსკიმ ალენ დელონისკან შემდეგი პასუხი მიიღო: „ჩამოვალ, როდესაც ნაკლები ხელჯოხი დამჭირდება და ნორმალურად სიარულს შევძლებ. ეს მალე იქნება, იმიტომ რომ ეს ღირს ამად და მე არ მეშინია,” – აღნიშნა ალენ დელონმა.

 

მსგავსი თემები