დასავლეთმა რუსეთს 300-500 მილიარდის აქტივები გაუყინა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დასავლეთის სანქციები რუსეთის მიმართ მზარდია, რაც ეტაპობრივად მოქმედებს როგორც რუსეთის ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთს  300-დან 500 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის აქტივები გაუყინა.

აგრესორმა თავისი ფასი უნდა გადაიხადოს და მისი სახსრები ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენის მთავარი რესურსი უნდა გახდეს”, – აღნიშნა შმიგალმა.

მისივე თქმით, უკრაინის აღდგენაა ასეული მილიარდი დოლარი დასჭირდება და ეს სწორედ რუსული აქტივებით უნდა მოხდეს.

მსგავსი თემები