რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ – ასე ჰქივია პროცესს, რომლის მიღმაც საყოველთაო მობილიზაცია და გამოცდილების არქონის მიუხედავად, ყველას უკრაინაში გაგზავნას ითვალისწინებს. ვინც გამოძახების შემდეგ კომისარიატში არ ცხადდება, სახლებში აკითხავენ. უფრო მეტიც, სამხედრო სამსახურში მიცვალებულებსაც კი იძახებენ.

„სამხედრო კომისარიატმა ჩემ ძმას მოაკითხა, რომელიც 2 წლის გარდაცვლილია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ ძმას არასდროს უმსახურია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა. თავიდან არ დაიჯერეს, რომ გარდაცვლილია, შემდეგ ბოდიში მოიხადეს. როგორ დავიჯეროთ, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია, როდესაც მკვდრებსაც კი აკითხავენ?! – წერს რუსეთში მცხოვრები ნატალია სემიონოვა.

 

მსგავსი თემები