„რეფერენდუმის“ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია ამოქმედდება“ – პესკოვი  

რუსული მხარე კმაყოფილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობით. „რეფერენდუმი“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოკითხვის დადებითად დასრულების შემთხვევაში კი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია გავრცელდება.

უფრო მეტიც, თუ ამ ტერიტორიებზე უკრაინა პრეტენზიას გამოხატავს, ეს განიხილება თავდასხმად სხვის მიწაზე.

„უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში „რეფერენდუმების“ დადებითი შედეგების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის მცდელობებს, დაიბრუნოს დონბასი და სხვა ტერიტორიები, განიხილავს როგორც თავდასხმას თავის მიწებზე“ – ასეთია კრემლის პრესმდივნის – დიმიტრი პესკოვის განცხადება.

„რეფერენდუმი“ იმართება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში. მთავარი კითხვა შემდეგია: თანახმა ხარ თუ არა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე.

 

მსგავსი თემები