„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შემდგომ ასპარეზობებში წარმატებას უსურვებს.

„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქ გვერდზე.

მსგავსი თემები