,,წელს გრიპის ორი პიკი გვექნება – ზამთარსა და ზაფხულში”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს მაქსიმალური,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე კი ზაფხულში.

,,წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო. გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს მაქსიმალური. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაისი-ივნისში. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდება. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი იწვა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას რა  თქმა უნდა კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი და მეტი შესაძლებლობა დაინფიცირების. როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

„წელს გრიპის ორი პიკი გვექნება“ – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები