„გინდ „ლელოში“ წადი,  გინდ რაგბის კავშირში, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“ – წულუკიანი სამადაშვილს

კულტურის მინისტრის განცხადებით, დეპუტატი სალომე სამადაშვილი არაკომპეტენტური ელჩი იყო და ახლაც არაკომპეტენტური „ნაციონალია“. წულუკიანის შეფასებით, სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობა ნულია.

„სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულის ტოლფასია და  „გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. ქალბატონი სალომე იყო ბრიუსელში, ევროკავშირის მისიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით. ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება ამაზე, როგორც ელჩს არ ჰქონია. კივილი არის ადვილი, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე როგორც მე, ისე მას“ – აღნიშნა მინისტრმა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

მისი თქმით, სამადაშვილმა სახელმწიფო ენაც კი არ იცის.

„თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა. მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ კადრს გავათავისუფლებდი. ნული არის შედეგი მისი პოლიტიკური საქმიანობის“ – აღნიშნა წულუკიანმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები