„ის ძაღლია შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილია“ – ლავროვი ზელენსკიზე

რუსეთის ფედერაციის  საგარეო საქმეთა მინისტრ დასავლეთს აკრიტიკებს და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ყველამ იცის, რომ “ის” „ძაღლის შვილია“.

„დასავლეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პოლიტიკას აყალიბებს პრინციპით: „ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია“, – აღნიშნა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას.

მან უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა  და მიმდებარე ტერიტორიების დანაღმვაში დაადანაშაულა.

„მსგავსი სისასტიკე შესაძლებელი გახდა და დაუსჯელი რჩება იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს რვა წლის განმავლობაში. ისინი აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკის მიმართ ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები