„რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლს ნავთი დაასხა“ – ენტონი ბლინკენი მობილიზაციის გამოცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პროცესების გამწვავებას უწოდებს. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, პუტინმა საერთაშორისო წესრიგი ნაკუწებად აქცია.

ენტონი ბლინკენის შეფასებით პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის დაგეგმვით „ცეცხლს ნავთი“ დაასხა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა  პუტინმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.

 

მსგავსი თემები