ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას პატიმრობა შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა​.

​პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ლევან თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა“, – განაცხადა მოსამართლემ.

თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია საკუთარ პროცესს არ ესწრება, ის ნაცემია

მსგავსი თემები