თუ პუტინთან დალაპარაკება არ მოხდება, დაღუპულთა რიცხვი  გაიზრდება – ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკონ და მასთან საერთო ეა გამონახონ, წინააღმდეგ შემთხვევაშ, ერდოღანი უარესის მოლოდინშია.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო ომის დასრულება და სისხლისღვრის შეჩერება. ვერც ომის შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისიდან გამოსვლა. მეტი ძალისხმევაა საჭირო ომის დასასრულებლად. შექმნილი ვითარება მოითხოვს, მსოფლიო ლიდერების ძალისხმევას. ყველამ უნდა შეუწყოს ხელი ამ არხის წინ წაწევას. ყველამ, ვისაც მეტ-ნაკლებად ურთიერთობა აქვს ბატონ პუტინთან, უნდა განიხილოს ეს საკითხები მასთან, რომ ეს კარი გაიხსნას. ასევე, ზელენსკისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიური მიდგომები არ მოიტანს მოსალოდნელ შედეგს, პირიქით, ვფიქრობ, რომ აქ დაღუპულთა და ნგრევის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები