„ზონდერმინისტრი კულტურის სფეროში მიგავლინეს, რომ იქ პოლიტიკური დისციპლინა დაამყაროთ“ – სამადაშვილი წულუკიანს

„ვინმე, თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია“ – ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა მინისტრ წულუკიანს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს, რომ ის კრავის ტყავში ვერ გაეხვევა.  როგორც დეპუტატი აცხადებს, რომ წულუკიანი გელათის ტაძართან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას უმალავს.

„ქართული ოცნების“ ბურჯი, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან შეუცვლელი კადრი, ქალბატონი წულუკიანი დღეს ამ დარბაზში გამოვიდა, გამოაცხადა, რომ დიდი ხანია გელათი ინგრევა, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე. ქალბატონო თეა, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ აქ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ თქვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დანგრეული და განადგურებული ქვეყნის ეროვნული თაობაზე? თუ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რატომ მიანიჭეთ გელათს ფაქტობრივად გასაიდუმლოებული ობიექტის და არ გასცემთ არანაირ ინფორმაციას არავისზე, რეალურად რა ხდება გელათში?“ – მიმართა სამადაშვილმა მინისტრს წულუკიანს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.

მან მინისტრს მოსთხოვა გამოაქვვეყნოს ანგარიში ყველა სამუშაოზე, რაც ტარდება საქართველოში კულტურული ძეგლების შენარჩუნების თუ აღდგენის მიზნით.

„თქვენ გარდა იმისა, რომ ახლა, ამ წუთში ზონდერმინისტრის როლს ასრულებთ, კულტურის სფეროში მიგავლინეს, რომ იქ პოლიტიკური დისციპლინა დაამყაროთ, მაგრამ განათლებით იურისტი ხართ, თუმცა ამას ვერ ვხედავ თქვენ საქმიანობაში. ყველაზე ხშირად თქვენს წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი თქვენსავე მართულ სასამართლოსაც კი“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები