შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საზღვარზე მგზავრთა ნაკადის ზრდა არ შეინიშნება

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები იმ ქვეყნებში გარბიან, სადაც რუსეთს სავიზო  რეჟიმი არ გააჩნია ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა. რუსეთიდან საქართველომდე (ერევნის გავლით) თვითმფრინავის ბილეთი 2000 დოლარსაც აღწევს. თუმცა, არა მხოლოდ საჰაერო, სახმელეთო გზებითაც დიდი ნაკადია.

შემოსავლების სამსახურშ კი განმარტავენ, რომ საქართველოში მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები