„ექსპონატების ცხრილში წერია ნული“ – ჩამონათვალი, რა ექსპონატები  გაქრა მუზეუმებიდან

მინისტრმა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ის ექსპონატები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოს მუზეუმებიდან დაიკარგა. როგორც წულუკიანი აცხადებს,  გამქრალია ქანდაკებებიც და კერამიკაც.

„რამდენიმე ექსპონატს ჩამოვთვლი მაგალითისთვის: გიგო გაბაშვილის „სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის „ბრძოლის შემდეგ“; მოსე თოიძის „ტყეში“; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე – ალავერდობა“; შალვა ქიქოძის „პარიზის ეტიუდი“; ირაკლი გამრეკელის „მე და ცირკი“; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, „ბალერინა“; „უხვი მოსავალი“ და „შემოდგომა გურიაში“; ზურაბ ნიჟარაძის „ივდითი“, „გოგონა თუთიყუშით“ და „აკრობატები“; ბორის ფოგელის „სამხრეთის პეიზაჟი“.

ქანდაკების და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის „ხორავას პორტრეტი“; „ჯანელიძის ბიუსტი“; „ანჟელიკა კაუფმანის “პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი“; ადრიან ფან ნიულანდის „მუსიკალური შეჯიბრი“; ჟან შარდენის „ნატურმორტი“; ანტონის ვან დეიკის „მხატვარ მომპერეს პორტრეტი“; აივაზოვსკის „სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი სეიდაბადიდან“; ვასილ პეროვის „ლიტონიობის ღამე“; აივაზოვსკის „მზის ჩასვლა“; რუბელიეს „ავტოპორტრეტი“; ალექსანდრე ბენუა „არხი ვენეციაში“; მალიავინის „ქალიშვილის პორტრეტი“ და ეს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო. ის ვინც ვერ იცავს, ვერ მუშაობს მუზეუმში. ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში ადგილზე დახვედრილი ექსპონატების ცხრილში წერია ნული, არცერთი აღარ დაგვხვდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის ოდა სახლები, მეჩეთები და სხვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები