,,ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი განცხადებით, რეფერენდუმები ჩატარდება და დონბასის ე.წ. რესპუბლიკასა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ.

„რუსეთმა გამოაცხადა, ასეთი დაცვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი“, – განაცხადა  მედვედევმა.

მედვედევის თქმით, მოსკოვს დასავლეთის მუქარის არ ეშინია.

„სხვადასხვა გადამდგარი იდიოტები გენერლების ზოლებით ნუ გვაშინებენ ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით. ჰიპერბგერითს ნამდვილად ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია ევროპასა და ამერიკაში სამიზნეებამდე მიღწევა“, – აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი თემები