ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდეს

ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდა.

არსებული ინფორმაციით, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი დაკარგა ირანის ფოსტის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

მსგავსი თემები