რუსეთში დაკავებული „პროტესტანტების“ რიცხვი იზრდება

დაკავებული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, ამ ეტაპისთვის, 800-მდე ავიდა. ეს არის არაზუსტი მონაცემები, რომელიც ამ ეტაპისთვის ვრცელდება. ყველა, ვინც გაბედავს, რომ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ნაწილობრივ მობილიზებას ეხება, პროტესტს გამოხატავს, სასტიკი ფორმებით უსწორდებიან და აკავებენ.

რუსული წყაროების მიხედვით, 25-მე ქალაქში, სადაც აქცია გაიმართა, დაკავებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბუგში, ეკატერინბურგსა და მოსკოვშია დაკავებული.

შეგახსენებთ რომ ადგილობრივები პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მობილიზებას ექვემდებარება, გამოიძახებენ, უკრაინაში საომრად უნდა მოემზადოს.

მსგავსი თემები