რუსეთის ქალაქებში, აქციაზე 400-მდე ადამიანი დააკავეს

რუსეთის ქალაქები პროტესტმა მოიცვა, თუმცა, პოლიცია „პროტესტანტებს“ ქუჩაში გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებს ყველგან აკავებენ და პოლიციის განყოფილებებში გადაჰყავთ. დაკავებულთა შორის ქალებიც არიან.

მასობრივი გამოსვლების მიზეზი კი ვლადიმერ პუტინის მეირ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზებაა. ყველა მამაკაცი დაბარებულია შესაბამის უწყებაში. მათ უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ. გაწვევას ქალებიც ექვემდებარებიან.

ამ ეტაპზე არსებული არასრული ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია დაახლოებით 400 ადამიანი ვინც პუტინის გადაწვეტილებას აპროტესტებდა.

როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, „ნაწილობრივი მობილიზება“ ნიშნავს საყოველთაო მობილიზებისთვის მზადებას. მათივე შეფასებით, თუ პუტინმა საკმარისი რაოდენობის „არმია“ ვერ შეკრიბა, გამოცხადდება საყოველთაო მობილიზება და ქვეყნის საზღვრებიც ჩაიკეტება, რომ რუსეთიდან ვერავინ გავიდეს.

 

მსგავსი თემები