„მე ბატონი პესკოვი ვარ“ – რუსი ჩინოვნიკის შვილს რეზერვში გაწვევა არ ეხება

პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზება უკრაინაში,  ომში გასაგზავნად ჩინოვნიკების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არ ეხებათ. ექსპერიმენტი პუტინის გარემოცვის ერთ-ერთ უახლოეს წევრზე ჩატარდა.

კერძოდ, კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილს „პოპულარული პოლიტიკის“ არხის წამყვანმა დაურეკა, უთხრა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სამხედრო კომისარიატიდან ურეკავდა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„დილის 10:00 საათზე, რა თქმა უნდა, ხვალ არ ჩამოვალ. თუ იცით, რომ ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გაიგოთ, სწორი რომ არ არის ჩემი იქ ყოფნა. ამას სხვა დროს გადავწყვეტ, სხვა დონეზე. უნდა გავიგო რა ხდება და რა უფლებები მაქვს… სამშობლოს დასაცავად პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, ჩემი გამოჩენის მიზანშეწონილობა უნდა გავიგო, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე გეუბნებით“,- აღნიშნა პესკოვის შვილმა პირდაპირ ეთერში.

ჟურნალისტის მორიგ კითხვას – მზად ხართ თუ არა მოხალისედ დარეგისტრირდეთ?  პესკოვის შვილმა უარით უპასუხა. მოგვიანებით კი თქვა, რომ მზად არის, თუ ვლადიმირ ვლადიმეროვიჩი (პუტინი) ეტყვის.

 

მსგავსი თემები