,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ“ – ჯო ბაიდენი გაეროს სესიაზე

ამერიკის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან ატომურ შანტაჟზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელახლა გამოხატონ ვალდებულება დიპლომატიური გზით გააძლიერონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი.

,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის, რაც  პუტინმა დასავლეთის მიმართ გააჟღერა, არის უპასუხისმგებლო მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებით.

„მომავალს მოიგებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის სრულ პოტენციალს გამოიყენებენ. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, მართლაც დიდია. ჩვენ არ ვართ ისტორიის პასიური მოწმეები, ჩვენ ვართ ისტორიის ავტორები“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები