,,გრიგოლ ნარსიას ნამდვილად აღენიშნება საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები”-თავდამსხმელის ადვოკატი

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ადვოკატის განცხადებით, გრიგოლ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. უფლებადამცველის განმარტებით, ნარსიამ დაზიანება დაკავების დროს მიიღო.

,,ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ნამდვილად აღენიშნება საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები. როგორც თავად განაცხადა, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია სპეცდანიშნულების რაზმისთვის. მან დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. ერთმა პიროვნებამ მიაყენა თუ რამდენიმემ ის ამას ვერ განმარტავს”,- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებული მძევლების აყვანას არ აპირებდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო.

შეგახსნებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი გუშინ შეიჭრა. თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი და მათ გასათავისუფლებლად,  2 მილიონ დოლარსვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა.

მსგავსი თემები