,,ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაცია“- არვიდას ანუსაუსკასი

ლიეტუვის მთავრობამ გაზარდა თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

„ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაცია“, – წერს ლიუტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი.

შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მსგავსი თემები