,,ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი – ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინის მიერ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამომცხადებას ეხმაურება. მიშელის განცხადებით,  ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა.

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მსგავსი თემები