,,მგზავრების ზოლში მოძრაობის და რიგის პრობლემაა, შესაბამისად, საცობს ქმნიან”- ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ზოგიერთ მეტროსადგურში საცობს მგზავრები ქმნიან, რადგან ზოლში არ მოძრაობენ. მისი თქმით, მგზავრები არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით და ხდება ერთმანეთთან შეფერხებები.

,,მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ „ახმეტელის თეატრთან“ და „ვარკეთილის მეტროსთან“ დაკავშირებით, არის მხოლოდ შესასვლელის პრობლემა. შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიური მდგომარეობა არის „სადგურის მოედანზე“, სადაც გადასასვლელში სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მგზავრებს არ გვაქვს იმის დამოკიდებულება, ზოლში იმოძრაონ და რიგის პრობლემა არის. შესაბამისად, ერთმანეთთან საცობს ქმნიან. არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით და ხდება ერთმანეთთან შეფერხებები. ამ შეფერხებების გამო, გვირაბს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს, თორემ ბაქანთან, მეტროში მოლოდინის დროსთან მიმართებით არა, არცერთ ბაქანზე მგზავრი გადაყვანის გარეშე არ რჩება“,-განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი თემები