ლატვია თავშესაფარს არ მისცემს არცერთ რუსს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია უარს აცხადებს თავშესაფარი მისცეს რუსებს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ.

,,უსაფრთხოების მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას და არ შეიცვლება 19 სექტემბრიდან შემოღებული შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები”, – წერს მინისტრი.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მსგავსი თემები