უკრაინაზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება

წუხელ, რუსულმა მხარემ უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიტანა.  ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაიბომბა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კორპუსებში მაცხოვრებლები, დაბომბვის შემდეგ შენობიდან ვერ გამოდიოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, იერიში განხორციელდა ნაღმმტყორცნებით, ქვემეხებით, ყუმბარმტყორცნებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო პუნქტი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სახლები.

მსგავსი თემები