„ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს რომ უპირატესობა მათ მხარესაა.

„საკმაოდ ხმაურიანი ამბები რუსეთიდან. ბევრი კითხვაა ამის შესახებ. მაგრამ რა მოხდა რეალურად? რა გაჟღერდა, რაც ადრე არ გაჟღერებულა. ჩვენი პოზიციები კარგად არის ცნობილი. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გვაინტერესებდეს. არა ის, რაც სადღაც ჟღერს, არამედ, რა არის ჩვენი ამოცანა. მეტი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა დაზვერვისთვის, მეტი მხარდაჭერა სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, პოლიციის, მესაზღვრეებისთვის, ყველასთვის, ვინც თანდათან აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიციები არ იცვლება ხმაურით ან სადღაც გაკეთებული განცხადებებით. და ამაში გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები