თავდამსხმელმა მოთხოვნა შეცვალა და 2 მილიონის ნაცვლად 1.5 მილიონს ითხოვს (ვიდეო)

საქართველოს ბანკში შეჭრილი მძარცველი, რომელსაც ამჟამად 9 მძევალი დარჩა, მოთხოვნას ცვლის. კერძოდ, 2 მილიონი დოლარის ნაცვლად, 1.5 მილიონ დოლარს ითხოვს. როგორც მძევალი აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მხოლოდ 2 გოგოს (მძევალს) დაიტოვებს, დანარჩენებს გაათავისუფლებს.

დიდი ალბათობით, მძარცველის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რადგანაც, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც მასთან ფანჯრიდან ჰქონდა კომუნიკაცია, სახელით – „დათო“-თი მიმართავდა.

მსგავსი თემები