,,როგორ დავმშვიდდეთ გვაფეთქებს – რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო”- ქუთაისში ვითარება კვლავ დაძაბულია

ქუთაისში, საქართველოს ბანკში ვითარება კლავ დაძაბულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი მძევლის მიერ გადაღებული ახალი ვიდეო. როგორც კადრებში ჩანს, შეიარაღებულ თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი კაცი შებოჭილი ჰყავს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ მძარცველი არ აპირებს ტერიტორიიდან რომელიმე მძევლის გამოშვებას: ,,რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო”- აცხადებს  თავმდასხმელი.

მძევლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი არც მათ გათავისუფლებას აპირებს და არც ვინმეს ჩანაცვლებას.

,,არ უშვებს ქალებს და შემოგვაწოდეთ, ფული, რომ ყველა ერთად გამოვიდეთ,”- აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ქალი.

ამასთან, ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივიდან ირკვევა, რომ ბანკში მყოფი ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და წამალი დასჭირდა, რომელიც გარეთ მყოფებმა ფანჯრიდან მიაწოდეს.

,,როგორ დავშვიდდეთ გვაფეთქებს”- ისმის ვიდეოში.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

 

 

 

მსგავსი თემები