,,ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც”- ირაკლი ქადაგიშვილი ბანკზე თავდასხმაზე

,,ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს,”- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას.

ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ დამნაშავეს დააკავებენ.

,,მოგეხსენებათ, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო ასეთი საკმაოდ გახმაურებული – ერთი იყო ესებუა, რომელიც დღესაც ძებნაშია, მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავე დაკავებული იქნება. ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინციდენტი განიმუხტოს,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მსგავსი თემები