2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსული დროშა და ანკესი – თავდამსხმელს ახალი მოთხოვნები აქვს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარის გარდა , ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.

აღნიშნულ მოთხოვნებს თავდამსხმელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აჟღერებს. ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

მსგავსი თემები