“ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“ – ზელენსკი რუს სამხედროებს

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ტემპი, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ აღებული ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიმართულებით უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ოკუპანტის ჯარებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების გადაადგილების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპის შენარჩუნება.  უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები