,,გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”- ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში შეყვანას სთხოვს. მომღერალი სოლიდარობას უცხადებს მეუღლეს, მაქსიმ გალკინს, რომელიც პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ,,უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში შეიყვანა.

,,მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის, გულწრფელი, წესიერი და პატიოსანი ადამიანისადმი. რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტისადმი, რომელსაც სურს სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება. სურს, შეწყდეს ჩვენი სამხედროების სიკვდილი ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას რიყავს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, -წერს ალა პუგაჩოვა.

მსგავსი თემები