დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ამ წუთებში, დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ვესტმინსტერის სააბატოში  რელიგიურ მსახურება, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა დასრულებულია.

მონარქის კუბოს საფეხმავლო მსვლელობით ვესტმინსტერის სააბატოდან ველინგტონის თაღამდე მიაცილებენ. იქიდან კი დედოფალს, უინძორის სასახლეში გადაიყვანენ, სადაც დაკრძალვის ცერემონიას მეფე და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ფეხით შეუერთდებიან.

ამის შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონია წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ.

შეგახსნებთ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები