,,კიევი იზიუმში იგივე სცენარს უწევს პროპაგანდას, როგორც ბუჩაში”- პესკოვი იზიუმის მასობრივ სამარხზე

კრემლში პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს. პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„კიევი იზიუმში იგივე სცენარს უწევს პროპაგანდას, როგორც ბუჩას პროვოკაციაზე, ეს ტყუილია და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ არსებობს  რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკეების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქალაქში და მის შემოგარენში ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთაც  წამების ნიშნები აღენიშნებოდათ.

მსგავსი თემები