,,რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას”- ,,ენერგოატომი”

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით,  რუსულმა ძალებმა გვიან ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

„დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ამასთან, გამოირთო სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი თემები