,,უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას”- ელენე ხოშტარია

,,ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ვართ მეტნი და უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას, რომელიც დაანგრევს მთლიანად ამ გარყვნილ სისტემას,”- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან.

,,რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკალურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, სუაფღხტოებას ჩვენს ქვეყანას და ასევე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს.

პირველი, დიდი მადლობა ჟურნალისტებს და ყველას, ვინც ამხელს ამ სისტემას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, იმათ, ვინც სანქციებზე მუშაობს, აბსოლუტურად ყველა იმ ადმაიანის ფაილს მივაწვდი, ვინც ამაში იყო ჩართული და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამ სუსი თავი ლილუაშვილი, თავის დროზე გომელაური და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

მეორე, არავითარი შიში და არავითარი შეგუება. ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრად მეტნნი ვართ ის ხალხი, ვისაც ასე ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, ვაკრიტიკებდეთ, მაგრამ ასე ცხოვრება შეუძლებელია  ვინმეს უნდოდეს, რომ გასვენებაში და ექიმთან ვიზიტის დროს ჩვენმ გვიღებდნენ სურათებს, გვისმენდნენ და ა.შ.

მესამე – ოპოზიცია, ჩემი აზრით, არის ვალდებული, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს ართანამშრომლობის ეტაპზე, იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართვა სუსის ხელმძღვანელის მიმართ, რომ თითქოს ის გამოიძებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. ამიტომ, ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ვართ მეტნი და უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას, რომელიც დაანგრევს მთლიანად ამ გარყვნილ სისტემას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები