ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 54 650 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 54 650 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 54 650; ტანკი – 2 212; ჯავშანტექნიკა – ​4 720; საარტილერიო სისტემა – 1 313; სარაკეტო სისტემა – 312; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168; თვითმფრინავები – 251; ვერტმფრენი – 217; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 920; საკრუიზო რაკეტები – 238; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 581; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 125.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 სექტემბერს.

მსგავსი თემები